დავით კირკიტაძე - არსებობს პოლიტიკური თამაშის წესები, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული პოლიტიკა და არ შეიძლება ამ წითელი ხაზების გადაკვეთა
ჩვენ ვაპირებთ წავიდეთ ფართო კოალიციური სპექტრით, იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც გვაძლევს საარჩევნო კოდექსი და ბევრი სიახლე, ბევრი ახალი ადამიანი, პოლიტიკური აქტორი თუ ჯგუფი, იქნება წარმოდგენილი ჩვენ გარშემო და დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი ცვლილებები შევიდა როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი ხრიკი და ბარიერი ჩადო საარჩევნო კოდექსში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს ბარიერები და ხრიკები გავიაროთ წარმატებით, საარჩევნო სტრატეგია შემუშავდება ამის მიხედვით. ხომ გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორც გავედით, კოალიციაში შემავალ გარკვეულ სუბიექტებს ასევე ჰყავდათ გარკვეული კანდიდატები, იქედან გამომდინარე, რომ მაშინაც ხელისუფლებაც დებდა გარკვეულ ნაღმს და ამცირებდა შანსებს ოპოზიციის“, – განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯერ არ შექმნილა.
„ძალა ერთობაშიას“ ფორმატს, ჩვენს პარტნიორ პარტიებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ინფორმაცია მათ ამას არავინ არავინ უმალავს. გამომდინარე ახალი საარჩევნო კოდექსიდან, ჩვენი სტრატეგია იქნება ისეთი, რომელსაც დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. არსებობს პოლიტიკური თამაშის წესები, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული პოლიტიკა და არ შეიძლება ამ წითელი ხაზების გადაკვეთა. ყველას აქვს უფლება და სურვილი და საშუალება, რომ ინდივიდუალურად იმოქმედოს, ჩვენ ამას არავის ვუზღუდავთ, უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ წარდგებით საარჩევნოდ, როგორც სუბიექტი გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი და უფრო ფართო კოალიცით, ვიდრე არის დღეს. არ შეიძლება შეუთანხმებლად თუ ვართ პარტნიორები გავაკეთოთ ესა თუ ის განცხადება. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, უფრო დიდი პოლიტიკური ერთობისთვის, ვიდრე არის 11 სუბიექტისგან შემდგარი „ძალა ერთობაშია“. ჩვენ თბილისში დავაყენეთ მხოლოდ ორი მაჟორიტარი კანდიდატი, ჩვენ გვინდა დიდი ერთობა და გამარჯვებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ 2018 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა საარჩევნო ბლოკები არ ყოფილიყო მიმზიდველი და არ ყოფილიყო სწორი საარჩევნო სტრატეგიისთვის.
„რეალობა არის შეცვლილი და უნდა ავუწყოთ ამ რეალობას ფეხი, არავითარი მემორანდუმი არ უნდა გახდეს ბარიერი, არ უნდა ვიყოთ ტყვეობაში, იქნად გამომდინარე, რომ დღეს რეალობა არის სულ სხვა“, – განაცხადა კირკიტაძემ.