დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემეს
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ივანე გველესიანს სცემეს.
კირკიტაძის თქმით, გველესიანს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული და მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ გადის.
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც გველესიანმა, რომელიც კორპუსის თანამშრომელი იყო, უარი განაცხადა „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებაზე და სამსახური დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაშინება დაიწყო, რაც ცემით დასრულდა.