კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონატი (Kunlun Fight) ჩინეთში მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი დავით ქირია ასპარეზობს, რომელიც წარსულში, მსუბუქ წონაში „გლორი“-ს მსოფლიო ჩემპიონი იყო.
ქირიამ უკვე ორი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
პირველ შეხვედრაში მან რუსი ანატოლი მოისეევს მოუგო. ქირიამ მეტოქე პირველი რაუნდის ბოლოსკენ ნოკდაუნში გაუშვა და მატჩი მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით მოიგო.
ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი მაროკოელ ნორდინ ბენ მოჰის შეხვდა. დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, მაგრამ მესამე რაუნდის დასრულებამდე 18 წამით ადრე ქირიამ მეტოქე მარჯვენა ჰუკით ნოკაუტში გაუშვა და ნახევარფინალში ბრძოლა დაიმსახურა.
საგულისხმოა, რომ ქირიამ მოისეევის დამარცხების შემდეგ ჯონეი რისკო გამოიწვია.