ეფექტური ტექნიკური ნოკაუტი - დავით ქირია ONE Championship-ის გრან პრის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა კიკბოქსიორი დავით ქირია  One Championship-ის გრან პრიზე წარმატებულად ასპარეზობს.

დავით ქირია რინგზე გამოცდილ გერმანელ მებრძოლს, ენრიკო კელის დაუპირისპირდა და ეფექტური ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს ქართველი სპორტსმენის კარიერაში ნოკაუტით მოგებული მე-17 ბრძოლაა.

ნახევარფინალში დავით ქირიას მეტოქე თურქი ტაიფუნ ოზკანი იქნება.

ცნობილია, რომ პრესტიჟულ ტურნირზე ჯილდოც სოლიდურია. One Championship-ის გრან პრის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი