დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდნეიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ.

გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ბიზნესგავლენების გაფართოების მიზნით, გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებას ტოვებდა.

აღნიშნული ბიზნესი მამა-შვილ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. გამოძიებისა და საქმის მასალების მიხედვით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს აღნიშნული ქონება იძულებით, მუქარით დაათმობინა. საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.