დავით კერესელიძის რეკორდები - „დილას“ მეკარემ ოთხი პენალტი მოიგერია და ყველაზე მეტი „მშრალი“ თამაში ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილას“ მეკარემ, დავით კერესელიძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტი მოიგერია, რაც მის მიერ მოგერიებული მეოთხე თერთმეტმეტრიანი და სეზონის რეკორდია.
გორის „დილას“ 25 წლის მეკარე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული და ინდივიდუალური მაჩვენებლებით საუკეთესოა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.
„ტორპედოსთნ“ მატჩში გორელების მეკარეს მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ექვსჯერ დაურტყეს და ოთხი მოიგერია, რაც გამორჩეული შედეგია.
ამას გარდა, კერესელიძე ეროვნულ ლიგაში „მშრალად“ ჩატარებული თამაშების რაოდენობითაც ლიდერობს – მან მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და ზუსტად ნახევარში, 11 მატჩში გოლი არ გაუშვია.