დავით კაჭარავა - ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტის წინააღმდეგ
ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.
დავით კაჭარავას კითხვა დაუსვეს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე.
„გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას. ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს ასობით მესიჯი, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის წინააღმდეგ. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.