დავით გუმბერიძე - გურამ რჩეულიშვილმა საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს, აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას
დავით გუმბერიძე - გურამ რჩეულიშვილმა საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს, აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას

„ცენტრ პოინტის” საქმეზე დღეს ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა, სხდომაზე, რომელიც 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული, შესაძლოა, საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდეს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, გურამ რჩეულიშვილს სასამართლოსგან გაფრთხილება აქვს მიღებული, რომ საკუთარი პოზიცია ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით დააფიქსიროს და სხდომა აღარ გადაიდოს.

„ამის შემდეგ  სავარაუდოდ დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და გადავალთ დასკვნით ეტაპზე”,- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

„ცენტრ პოინტ მაგნოლიას” ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები არიან. მათ მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.