დავით გარეჯში, მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან, სადაც გუშინ შესვლა აკრძალული იყო, დღეს ტურისტები და მომლოცველები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.
როგორც ტურისტებმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, არავითარი პრობლემა არ შექმნიათ.
მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს რამდენიმე დღე გადაკეტილი ჰქონდათ და გზა დღეს დილით გაიხსნა.