დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.
როგორც საავტომობილი გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს სამუშაოების ღირებულება 6 079 673 ლარია.