დავით დონდუა - მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის ელემენტარული უფლებები იყოს დაცული
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის ელემენტარული უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში.
„ამისათვის ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებას იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტი.
რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ არც ერთ ფაქტს ადამიანის უფლებების დარღვევის თუ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ.
შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები, მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის“,-განაცხადა დავით დონდუამ.