დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებათა 42-ე რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა.
მისივე თქმით, ძალის გამოუყენებლობის თემაზე შეხვედრის მონაწილეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ, რის გამოც მოლაპარაკებები პროგრესული არ იყო.
„ამ რაუნდზე საკმაოდ აქტიურად ვისაუბრეთ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ხუთი წელია მიმდინარეობს მუშაობა. საუბარია ძალის არგამოყენებაზე და ადგილზე უსაფრთხო საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე, თუმცა ჯერ კიდევ რჩება განსხვავებები მიდგომებში მონაწილეების მხრიდან, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პროგრესს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას დავით დონდუამ.