დავით ჭიჭინაძე - თუ ვინმეს აქვს საქართველოში დიპლომატიური გამოცდილება და ცოდნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილს დიპლომატიური ურთიერთობების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მის მიმართ სიმპათია არსებობს, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუტს სწორედ საგარეო ურთიერთობები ეხება.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათია არსებობს, რადგან მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობების საკმაოდ დიდი გამოცდილება. საპრეზიდენტო ინსტიტუტი დღეს არის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც გარე ურთიერთობები ეხება. თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ცოდნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რაც მან 2005 წელს დაამტკიცა კიდეც, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები განახორციელა. მაშინ შევძელით რუსეთის ჯარების ვადაზე ადრე გაყვანა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის გამოცდილება მისასალმებელია.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.