დავით ჭიჭინაძე - ქვეყანაში გარკვეული კლანური ბრძოლა მიმდინარეობს და პრაქტიკულად გასაყოფიც აღარაფერი დარჩა
ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე გარკვეული კლანური ბრძოლა მიმდინარეობს და საქართველოში პრაქტიკულად გასაყოფიც კი აღარაფერი დარჩა, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს არ ეთანხმება.
„ძალიან ძნელია, ახლა ამ განცხადებებს დაეთანხმო. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, რომ უკვე გარკვეული კლანური ბრძოლა მიმდინარეობს და საქართველოში პრაქტიკულად გასაყოფიც კი აღარაფერი დარჩა. ის მცირედი ნაწილი, რაც გასაყოფი დარჩა, ალბათ იმასაც გაიყოფენ. შემდეგ მათთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობაც დაიკარგება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის უკან წასვლა თუ წინ წასვლა, ვფიქრობ, იმით კი არ არის განპირობებული ხელისუფლებაში ვინ მოდის, მთავარი ის არის, ხელისუფლება რას აკეთებს. ჩვენ რასაც ვატყობთ, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის, წინა ხელისუფლების ლანძღვით არის დაკავებული, მეტით არაფრით“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.