დავით ჭიჭინაძე - კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება
ეკა ბესელიას ეს დაპირისპირება არ დაუწყია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძე ამბობს, გუნდში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია.
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. როდესაც რაღაცას ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი. ჩემი დაპირისპირებაც თავიდან ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, მერე კვირიკაშვილს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა ზევით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
თქვენ გახსოვთ, კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, თუნდაც კონსტიტუციაში ჩანაწერებთან მიმართებაში, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მათ კიდევ უფრო გამარტივებულად უნდოდათ, რომ იუსტიციის საბჭოსთვის დაკომპლექტების წესი შეეცვალათ, რომ იქ პარლამენტი საერთოდ ჩარეულიყო“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.