ეტყობა, მაგარი დაბოლილი იყო, – ასე შეაფასა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას გუშინდელი განცხადება.
იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნიკა მელია ციხეში, მიშას თამაშია, ამ თამაშში მისი წარმატების მაქსიმუმია ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა, მინიმუმი კი 2024 წლის საპარლამენტო ბარიერის შენარჩუნება“.
„მიშამ ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა. მით უმეტეს, თუ ის დაბალი ბარიერით ჩატარდება და პატარა პარტიებს არსებობის შანსი გაუჩნდებათ. ამიტომაც მის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.