დავით ჭიჭინაძე - დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან
დიალოგი არ იქნება სრულყოფილი, სანამ იმ მაგიდასთან არ იჯდება ნიკა მელია, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ დაგეგმილი აქციის ფორმატზე მსჯელობენ.
მისივე თქმით, პარლამენტის შენობის გუშინდელი პიკეტირება წინასწარ იყო დაგეგმილი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან მას კავშირი არ აქვს.
„ის პიკეტი დაგეგმილი იყო, ის იყო საკმაოდ მშვიდობიანი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან. იმ 88 ადამიანმა, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას მისცეს ხმა, ეს უნდა გაიგონ. ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ იმავე ღამეს უნდა გამოეშვა გარეთ. სანამ ნიკა მელია გარეთ არ იქნება, პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან. დიალოგი არ იქნება სრულყოფილი, სანამ იმ მაგიდასთან არ იჯდება ნიკა მელია. მე ვთვლი, რომ ის მაგიდა მოლაპარაკებებისთვის არ არის“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.