დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ან შემცირებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ ამ საკითხის განხილვის აზრს ვეღარ ხედავს

„მე არც განხილვებში მიმიღია მონაწილეობა. ჩემთვის ეს საკითხი ფაქტობრივად, 14 ნოემბერს დამთავრდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო ხალხის მოთხოვნა. ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება პრაქტიკულად არავითარ კავშირში არ არის არც „ქართული ოცნების​“ დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან. აქედან გამომდინარე, არ მივიღე მონაწილეობა არც განხილვებში და არც მხარდაჭერა ექნება ჩემი მხრიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.