დავით ბერძენიშვილი - გიგა იწყებს და კვლავ აგებს, ყველაზე მეტს ევსაქები გვერჩიან რესპებს
გიგა იწყებს და კვლავ აგებს, ყველაზე მეტს ევსაქები გვერჩიან რესპებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დავით ბერძენიშვილი აღნიშნავს, დღეს მისი „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ სიის ჩახსნის განცხადება შედის ცესკო-ში, იმ სიაში არის რესპი გოგი სორდია, ისიც ჩაიხსნა. ცხადია, რესპუბლიკელების დასტურით.
„ნიკა მელიამ ბევრჯერ გაიმეორა დღეს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ რესპები არ შევლენ პარლამენტში. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მანაც და ყველა სხვამ ენმ-დან მყარად იცის, რომ მოლაპარაკების გაწელვის შემთხვევაში, თუ ენმ-ს დეპუტატებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მომენტალურად ამუშავდება რესპების განცხადების 1- ლი პუნქტი. ხათუნა და თამუნა გამზადებული განცხადებით მოითხოვენ პარლამენტიდან მათი სადეპუტატო უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მაგალითად, თუ ენმ- ს დეპუტატები დეკემბერში აღარ იქნებიან დეპუტატები ოცნების დეპუტატების კენჭისყრის შედეგად, მაშინვე წავლენ რესპებიც პარლამენტიდან ოფიციალურად.
მარტივია. გასაგებია. მოლაპარაკებების გაწელვა ვერ გაახანგრძლივებს რესპების დეპუტატობას.
ახლა ბლოკის იმ 36-მა დეპუტატმა უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე. 17- ში აპირებენ შეტანას ნაციონალები. ერთი კვირის მერე.
მერე პარლამენტში იქნება პროცედურები.
ამასობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები. ევსაქებიც კი ვერ იტყვიან უარს მოლაპარაკებებზე. ნაციონალები და ყველა სხვა პარტია გამოთქვამს მზადყოფნას.
რესპებმა ჩვენი განცხადებით მოლაპარაკებების პრიორიტეტს გავუსვით ხაზი დილიდან. არ გვქონია ინსტრუქცია აშშ- ს და ევროკავშირის ელჩებისგან…ამჟამად))
ყველაზე მეტს სწორედ ევსაქები გვერჩიან დღეს რესპებს. მიაქციეთ ამას ყურადღება. და წყალში ეყრებათ მერამდენედ. ვეღარ გამოიყენეს ენმ. ერთი-ორი დაბნეული ნაცი ახლა უკვე უკეთ ინფორმირებულია. ზოგს მეტი სიცხადისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდა.
მადლობა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბევრ აქტივისტს, ვინც დაგვიცვა თავიდანვე თუ მოგვიანებით.
რაც უფრო მეტად გავაჟღერეთ საჯაროდ პარტიის ხელმძღვანელებმა – თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პირველ რიგში, ჩვენი პოზიცია, რომ არაფრით არ ვიქნებით ენმ-ს დეპუტატების გარეშე პარლამენტში და ამასთანავე, ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულად არ მიგვაჩნია, რომ მეტი ოპტიმიზმი გვაქვს, ვიდრე შესაძლოა ზოგ სხვა პარტიას, მით უფრო შემცირდა ორკესტრირებული შემოტევაც. მარტივია“, – წერს ბერძენიშვილი.