დავით ბაქრაძე თელავში მხარდამჭერებს შეხვდა  
დავით ბაქრაძე თელავში მხარდამჭერებს შეხვდა  

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე თელავში მხარდამჭერებს შეხვდა.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა შეხვედრაზე ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. მან უცხოეთში სამუშაოდ წასულ მოქალაქეთა დახმარებაზე, საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე, პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდასა და დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია და ვალდებულია, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანების დასახმარებლად, იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე ჰქონდეს.