„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სტუდენტებს შეხვდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებს საარჩევნო პროგრამის იმ მთავარ პრიორიტეტზე ესაუბრა, რომელიც საპრეზიდენტო ფონდიდან ყოველწლიურად თანხის 50%-ის უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დახარჯვას ითვალისწინებს.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტული გახდება საქართველოში მეტი უცხოური უნივერსიტეტის გახსნაც, სადაც ქართველ სტუდენტებს ამერიკული და ევროპული განათლებისა და დიპლომის მიღების საშუალება ექნებათ.