დავით ბაქრაძე - საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს
საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ნერვიულობს და ეს ნერვიულობა საფუძვლიანია, რადგან არჩევნებზე რეალურად არსებობს ოპოზიციის გამარჯვების ალბათობა.
„საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. ამის ნიშანია მრავალრიცხოვანი დარღვევები, ამის ნიშანია ის, რომ დაგვიბრუნდა საქართველოში ისეთი დარღვევები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ. მაგალითად შევარდნაძისდროინდელი კარუსელის მცდელობა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ნერვიულობს და ნერვიულობს ძალიან საფუძვლიანად, ამ არჩევნებზე რეალურად ოპოზიციის გამარჯვების მაღალი ალბათობა არსებობს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.