„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა.
დავით ბაქრაძე საგარეჯოში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობის განცხადებით, ყველაზე მეტად წყლის პრობლემა აწუხებთ და ამ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა პასუხიც არ მიუღიათ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.