დავით ბაქრაძე - რუსეთის ოკუპაცია არის უკანონო, ამიტომ ბუნებრივია, რომ გაერო რეზოლუციებში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
დავით ბაქრაძე - რუსეთის ოკუპაცია არის უკანონო, ამიტომ ბუნებრივია, რომ გაერო რეზოლუციებში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთის ყველა მოქმედება საქართველოში არის უკანონო, ოკუპაცია არის უკანონო, რუსეთის ნაბიჯები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ გაერო თავის რეზოლუციებში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა ის რომ გააგრძელოს სამარცხვინო პოლიტიკა და პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით გადმოიტანონ, არამედ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალური ტვირთი იყოს რუსეთზე.

„ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს, ყველა ჩვენ უცხოელ პარტნიორთან ერად, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად იყოს რუსეთზე. სწორედ ჩვენ უცხოელ მეგობრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად წავიყვანოთ პროცესი რეალური დეოკუპაციის მიმართულებით და გაერო-ს ყველა დოკუმენტი ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბაქრაძემ.