დავით ბაქრაძე ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
დავით ბაქრაძემ ქუთაისის განვითარებაზე, საქართველოს დეოკუპაციაზე, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა.
ბაქრაძემ არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებს თავისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.