დავით ბაქრაძე - როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელი, ვიქნები მკაფიო, ქმედებას, რომელსაც დღეს განვახორციელებთ, მნიშვნელობა აქვს გაერო-სთვის, გაუმკლავდეს და გადაჭრას გამოწვევები
საქართველო გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგად უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და კიდევ ერთხელ აცხადებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიებისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, უკრაინას ახლა ყველა გვერდით უნდა დაუდგეს.
„როგორც რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს, ნება მომეცით, ვიყო ძალიან მკაფიო, დროს მნიშვნელობა აქვს, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ქმედებას, რომელსაც დღეს განვახორციელებთ, მნიშვნელობა აქვს. მას მნიშვნელობა აქვს მომდევნო თაობების მომავლისთვის, გაერო-ს მომავლისა და მისი შესაძლებლობებისთვის, გაუმკლავდეს და გადაჭრას მსოფლიოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები მომდევნო თვეებსა და წლებში. ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების, გაერო-ს ქარტიის პრინციპების დასაცავად“, – განაცხადა ბაქრაძემ.