დავით ბაქრაძე - ოპოზიციისთვის განსაზღვრული არც ერთი თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ
საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან უჭირს, კომიტეტის თავმჯდომარეების სკამებთან და პრივილეგიებთან შელევა. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის არსია იმაშია, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს, დამატებითი ინიციატივებით გამოვიდეს.
„არ ვაპირებ, არც ერთი იმ თანამდებობის დაკავებას, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული. ეს საკითხი იწელება და ოპოზიციის ნაწილი ვაპირებთ, კონკრეტული დამატებითი ინიციატივებით გამოვიდეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესი დააჩქაროს. არა მხოლოდ ძალაუფლების ნაწილში, არამედ საარჩევნო მიმართულებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოტანა და სასამართლოს კანონის შეცვლა. მნიშვნელოვანი მიმართულებები არის გაჩერებული. ხელისუფლებას ვერ აიძულებ, რა უნდა ქნას. რომელიმე ოპოზიციონერმა მივიდეს და კომიტეტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს ძალით და სხდომა წაიყვანოს? თუ კაბინეტში შეუვარდეს და თქვას, რომ დღეიდან ჩემი კაბინეტია? ასე ხომ არ ხდება. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაასახელოს ის ხუთი კომიტეტი, რომლის დასათმობადაც მზად არის.“, – განაცხადა ბაქრაძემ.