დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას დაკავება იქნება ნაბიჯი, რომელიც უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს
დღეს ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოიტანს უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება, შეუძლებელს გახდის არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიკურ დიალოგს, არამედ მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც.
ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიაზროს პასუხისმგებლობა და არ გადადგას ნაბიჯი, რომელიცპრობლემებს შეუქმნის ქვეყანას.
„ეს იქნება შესვლა დაპირისპირების და რადიკალიზაციის მორიგ ტალღაში შესვლა, იქნება ნაბიჯი, რომელიც შეუძლებელს გახდის არა თუ მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიკურ დიალოგს, არამედ მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც. ამიტომ, ნიკა მელიას დაკავება მოიტანს უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს. ეს იქნება დაპირისპირების და რადიკალიზაციის მორიგ ტალღაში შესვლა. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც შეუძლებელს გახდის არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიჯურ დიალოგს, არამედ ძალიან მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც.
მინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლებლობა, დაასრულეთ ეს აბსურდი და იმოქმედეთ როგორც ხელისუფლება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, დაანებეთ თავი ნიკა მელიასთან რიტორიკაში, ლექსიკაში შეჯიბრებას. თავი დაანებეთ ამ გაბუსხულებივით საუბარს, რომ იმან ეს მითხრა და მე ასე უნდა ვუპასუხო. თქვენ ხართ ხელისუფლება, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, რომ აარ გადადგათ ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას შიეყვანს არეულობისა და დაძაბულობის სრულიად ახალ ტალღაში. ამიტომ, ვიდრე არის ამის დრო, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, გაიაზროს პასუხისმგებლობა და არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.
მიმაჩნია, მთლიანად ამ საქმის ძიება არის სამარცხვინო, რომლის ფარლგებშიც არ არის დასჯილი არც ერთი ადამიანი, რომელმაც იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებს თვალები გამოთხარა. მიმაჩნია, სამარცხვინოა გავრილოვის წინააღმდეგ პროტესტი შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის და სავარძლების შენარჩუნებისთვის. მაგრამ ამ წუთში არ არის საუბარი საქმის შეწყვეტაზე, საუბარი არის იმ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე, რამაც მიგვიყვანა აქამდე. პრობლემა შექმნა პროკურატურის მხრიდან ვადის დაწესებამ. პრობლემა შექმნა პროკურატურის მხრიდან ულტიმატუმით გამოსვლამ. ამიტომ, რაც შექმნა პროკურატურამ, კეთილი ინებონ, გააჩერონ და პროცესი დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, მძიმე კალაპოტს, მაგრამ იმ კალაპოტს, სადაც მაინც ვიყავით და სადაც რაღაც შანსი არსებობოდა მოლაპარაკების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.