დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლაზე სწორია, თუმცა სასურველი იქნებოდა შემოსვლა შეთანხმებაზე ხელმოწერით
დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლაზე სწორია, თუმცა სასურველი იქნებოდა შემოსვლა შეთანხმებაზე ხელმოწერით

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სწორია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, შარლ მიშელის დოკუმენტზეც მოეწერათ ხელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლაზე არის სწორი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, შემოსვლა სრული ფორმატით მომხდარიყო – შეთანხმების ხელმოწერით და შემოსვლით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მსხვილი გაერთიანება, პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, პარლამენტში იმუშავებს. ეს ყველას ერთად იმის პერსპექტივას გვიქმნის, რომ პარლამენტი ნამდვილად იქნება ძლიერი“, – განაცხადა ბაქრაძემ.