დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეძლოს საერთო ენის გამონახვა, რათა ხელისუფლება დამარცხდეს 
დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეძლოს საერთო ენის გამონახვა, რათა ხელისუფლება დამარცხდეს 

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით პარტია ოპოზიციასთან თანამშრომლობას აპირებს.

როგორც დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველოს” ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეძლოს საერთო ენის გამონახვა, რათა ხელისუფლება დამარცხდეს

“ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, ოპოზიციაში ჩვენ მოვიაზრებთ ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს, ანუ იმ ნაწილს, რომელიც არ იმართება პირდაპირ ოლიგარქის მხრიდან და რომელიც არ ასრულებს საქართველოში პუტინის შეკვეთას. ნებისმიერ და ყველა პროდასავლურ პარტიასთან ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეძლოს საერთო ენის გამონახვა იმისთვის, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. ამიტომ ჩვენ შევდივართ ამ პროცესში. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიების მხრიდანაც იქნება კონსტრუქციული დამოკიდებულება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კოორდინირებულად იმუშავებს ოპოზიცია, მით უფრო მეტი შანსი გვექნება „ქართული ოცნების“ დამარცხების”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა და კონსულტაციები შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებითაც გაიმართოს.