ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო სამუშაოების შესახებ უნდა ისაუბრონ.
„ყოველთვის, როდესაც ვიზიტი იმართება, შემდგომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ამიტომ, ერთ-ერთი შეხვედრაა, რომელზეც დავგეგმავთ მომავალი წლების ერთობლივ სამუშაოს“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პატრიარქთან და არასამთვრობოების წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას, გუშინ ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.