დავით ბაქრაძე - ჯერ კიდევ რჩება მცირე შესაძლებლობა, რომ პარლამენტი ტატუნაშვილთან დაკავშირებით ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდეს
კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე. დღეს დეტალების შეფასებისგან თავს შევიკავებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მნიშვნელოვან საკითხებზე პრინციპული განსხვავებები არსებობს. მისივე განცხადებით, ზეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები სესიამდე ერთიანი პოზიციაზე შეჯერებას შეეცდებიან.
„ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს და ჩვენ გვრჩება პრინციპული განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში, იმასთან მიმართებით, თუ რა სიმძაფრით და რა ფორმით უნდა იყოს რეზოლუციაში ასახული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვერშეთანხმება. ჩვენ ზეგ კიდევ ერთხელ შევხვდებით და შევეცდებით, მომავალი კვირის სესიის წინ შევაჯეროთ პოზიციები. ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე. დღეს დეტალების შეფასებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.