„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე იყალთოში სტუდენტებს შეხვდა.
ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. ბაქრაძემ სტუდენტებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო ფონდის თანხის 50 პროცენტი უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება.
„მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს, მისცეს მათ შესაძლებლობა და პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50 პროცენტი დაიხარჯება სტუდენტების განათლებაზე, სწავლის საფასურის ანაზღაურებაში და საქართველოს პრეზიდენტი იქნება აუცილებლად ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების ლობისტი მთელ მსოფლიოში’’- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.