„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გორის რაიონში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივების ძირითადი პრობლემა ისაა,რომ დევნილთა დახმარების მიღების დროს სახელმწიფო მათ სოციალურ შემწეობას აღარ აძლევს.
მათვე ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობისგან მოისმინა მძიმე სოციალური პრობლემების შესახებ.
დავით ბაქრაძესთან საუბარში პატარა ლიახვიდან დევნილი მანანა დემეტრაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დევნილთა დახმარება ოჯახს არ ჰყოფნის და მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
დავით ბაქრაძემ დევნილებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, დევნილების დახმარება უნდა გაიზარდოს და ამის პარალელურად არ უნდა მოხდეს სოციალური შემწეობის შეწყვეტა.