„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გარდაბანში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს, მათ შორის წყლის საკითხი, რომელიც მოუგვარებელია.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველების თემა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო არ ეხმარება“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა და განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა ოჯახში, სადაც ოჯახის უფროსი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, ასევე ორ წევრს პატარობიდანვე აქვს სმენის პრობლემა, თუმცა ბაქრაძის განცხადებით, ისინი ვერ იღებენ სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას.
„ეს ის მთავრობაა, რომელმაც წელს ექვს თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე. მინდა, კატეგორიულად მოვუწოდო ჯანდაცვის მინისტრს და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში. მინდა, მინისტრს მოვუწოდო, დაინტერესდეს ამ ოჯახის პრობლემით და დაეხმაროს ორ მცირეწლოვან ბავშვს. მათ სჭირდებათ სმენის აპარატი და სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ
მისი თქმით, მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ბედით უნდა დაინტერესდეს.