დავით ბაქრაძე - განცხადება, რომ საქართველომ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, სიტყვასიტყვით რუსული პროპაგანდის გამეორებაა
განცხადება, რომ საქართველომ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, სიტყვასიტყვით რუსული პროპაგანდის ხაზის გამეორებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილი განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბაქრაძის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამბობმვა, განდევნა და ეთნიკური წმენდა არის დადასტურებული დანაშაული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა.
„ამიტომ, ამ დანაშაულის საქართველოზე გადმობრალება და რუსული პროპაგანდის ტექსტის პირდაპირი გამეორება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა შეიცავს პირდაპირ საფრთხეს ქართული სახელმწიფო ინტერესისთვის და იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ომის დაწყებას აბრალებს საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პირდაპირ ამართლებს ეთნიკურ წმენდას, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, „ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, საქართველოს არის აგრესორი, დაიწყო ომი კიდევ ერთხელ 1801 წლიდან, შემდეგ როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, მაშინ არაფერი არ მცოდნია. დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნის მთლიანობა გვინდა. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“.