დავით ბაქრაძე - დოკუმენტში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც, რადგან უფრო მარტივი იქნება, თუ ის გამოვა პრეზიდენტის შეწყალებით
დავით ბაქრაძე - დოკუმენტში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც, რადგან უფრო მარტივი იქნება, თუ ის გამოვა პრეზიდენტის შეწყალებით

გიორგი რურუასთან დაკავშირებით დოკუმენტში წერია ორი გზა, ეს არის ამნისტირება და წერია, რომ შეიძლება იყოს სხვა გზაც, რომლითაც დადგება იგივე შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც, რადგან უფრო მარტივი და ბუნებრივი იქნება, თუ გიორგი რურუა გამოვა პირდაპირ პრეზიდენტის შეწყალებით და აღარ იქნება საჭირო ამნისტირება.

„მე ვერ ვისაუბრებ ელჩების მაგივრად, თუმცა მათი კომუნიკაცია პრეზიდენტთან ცნობილია, ამიტომ წერია დოკუმენტში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ორი გზა, ერთი გზა წერია, რომ ეს არის ამნისტირება და მეორე, შეიძლება იყოს სხვა გზაც, რომლითაც დადგება იგივე შედეგი ანუ იგივე შედეგი გულისხმობს მის გათავისუფლებას ერთი კვირის ვადაში. ეს სხვა გზა სწორედ არის ის, რომ არსებობს შეწყალების შესაძლებლობა გიორგი რურუას შემთხვევაში. ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც, რადგან უფრო მარტივი და უფრო ბუნებრივი იქნება, თუ ის გამოვა პირდაპირ პრეზიდენტის შეწყალებით და აღარ იქნება საჭირო ამნისტირება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.