დავით ბაქრაძე - დღეს არის დღე, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ასაკოვანი თაობისთვის
დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს მსოფლიო ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვებას, მაგრამ ამ ზეიმში და დღესასწაულში მთავარია ის ადამიანები, ვინც იბრძოლა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელ დღეს, გარდა ზოგადი ზეიმისა, არის დღე, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ასაკოვანი თაობისთვის, როგორ ვუადვილებთ მათ იმ ძალიან რთულ პირობებს, რომელშიც უწევთ ცხოვრება.
„მთავარია ჩვენი ასაკოვანი თაობა, ჩვენი ვეტერანები, ამიტომ დღევანდელ დღეს, უნდა დავფიქრდეთ, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ქართული სახელმწიფოს ღირსებაა. გაუფრთხილდეს საკუთარ ასაკოვან მოსახლეობას, გააუმჯობესოს მათი ცხოვრება და შექმნას ისეთი პირობა, რომ შეძლებისდაგვარად, დიდი ხნის განმავლობაში, ვიზეიმოთ დღევანდელი დღესასწაული ჩვენს ვეტერანებთან ერთად. დღევანდელი დღესასწაული მთავარი ღირსება და მთავარი გმირები გახლავთ სწორედ ჩვენი ვეტერანები. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დავუფიქსირო მათ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.