დავით ბაქრაძე - ბოლო წლებში კითხვის ნიშანი აღარ დარჩა, რა არის რუსეთის პოლიტიკის ამოცანა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, დავით ბაქრაძის გაცხადებით, ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ყირიმის ანექსიის ფონზე მსოფლიოში კითხვის ნიშანი აღარ დარჩა, თუ რა არის რუსეთის პოლიტიკის ამოცანა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატისთვის წარდგენილ
მოხსენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში შეწყდეს დამაზიანებელი დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს და ვინ დაიწყო ომი.
„საერთაშორისო მხარდაჭერა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არსებობს. ეს მხარდაჭერა საფუძველია, რომ საქართველოსთან მიმართებაში არაღიარების, დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური პოლიტიკა გაგრძელდეს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებაში რუსეთის მიერ სუვერენიტეტის ხელყოფასა და რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი.