პარტია „ევროპული საქართველო“ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს.
პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვლენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
პარტიის ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოსა“ და მის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი. შეკრებილები ლანდსბერგისის ვიდეომიმართვას იხილავენ.