დავით არახამიას ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირისპირ შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე სტამბოლში დაიწყება
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირისპირ შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე სტამბოლში დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავიდ არახამიამ გაავრცელა.
მანამდე, არახამია აცხადებდა, რომ მოლაპარაკება თურქეთში დღეიდან დაიწყებოდა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. როგორც ცნობილი ხდება, უკრაინაში ომის საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას გუშინ განიხილეს.