დავით არახამია - საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში, მან შეიწყალა ნიკა გვარამია, ახლა საჭიროა სააკაშვილის შეწყალება
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, ახლა საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, იქონიოს გავლენა საზოგადოებასა და საერთაშორისიო ასპარეზზე, ჩანს, რომ მას უნდა, იყოს საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი და ის ასეც ჩანს. მას აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო ჩვენთვის უაღრესად კარგი ამბავი. ახლა საჭიროა მეორე ეტაპი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. საქართველოში აქვთ შიში, რომ სააკაშვილი იქნება მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში და ჩაერთვება შემდეგ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ფიქრობენ, თუ სააკაშვილს ახლა გაათავისუფლებენ, მისით შექმნიან ლიდერს არჩევნების წინ, მაგრამ ჩვენ არაერთხელ შევუთვალეთ არაფორმალური საუბრებში, რომ ახლა საუბარი არ მიდის პოლიტიკაზე. ახლა მიდის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ეს არის ჰუმანიტარული მისია. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში, დამნაშავე 100 პროცენტით იქნება საქართველოს ხელისუფლება. ისინიც კარგად ხვდებიან ამას, ამიტომ დაუშვეს ევროპელი ექიმები სააკაშვილთან“, – განაცხადა დავით არახამიამ.