დავით არახამია - საქართველოს მცდელობა, დაახლოვდეს აგრესორთან, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანს
უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან დაახლოების მცდელობა, კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დააკარგვინებს.
ამის შესახებ არახამია საკუთარ ტელეგრამ არხში წერს, სადაც უკრაინელი პოლიტიკოსი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გუშინ ღამით გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
„საქართველოს მცდელობა, დაახლოვდეს აგრესორთან, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანს, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება თბილისში ამას ამ დრომდე ვერ ხვდება. რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის წარმოებას სანქციების გვერდის გავლით და საქართველოს მთავრობა, რომელიც კოჭს უგორებს აგრესორს, მხოლოდ და მხოლოდ იქამდე მივა, რომ საქართველო იქნება შემდეგ და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ. ამიტომ, დეოლიგარქიზაცია უნდა გახდეს ნომერ პირველი მიზანი ქართველი ხალხისთვის. ეს ერთადერთი გზაა ევროპამდე მისასვლელად, და რომ რუსი აგრესორის თათებში არ აღმოჩნდე“, – წერს დავით არახამია ტელეგრამ არხზე.