დავით არახამია - საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები, დღეს დასანქცირებულია „ჯორჯიან ეარვეისი”, მადლობა ქალბატონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს
დასანქცირებულია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი. მადლობა სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის აპარატს. მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები.
„რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.
მადლობა ქ-ნ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს. მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის“, – აცხადებს დავით არახამია.