დავით არახამია - საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე
საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ცალკეული ნაწილი ეხებოდა იმას, რომ ჩვენს მოკავშირეებს სცოდნოდათ სქემები, რომლებსაც რუსები სანქციების არიდებისთვის იყენებენ.
ერთ-ერთი მათგანი არის საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია აშშ-სთვის ხელმისაწვდომი გახდა, ქართველი ოფიციალური პირებისგან მოვისმინეთ ბევრი სიტყვები, თითქოს ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩნდება უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს.
საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული, რათა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში დაეხმაროს.
მაგრამ მე იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე. ასე არ იქნება. პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა“, – აცხადებს დავით არახამია.