ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა, რომელსაც კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 24 აგვისტოს ამოეწურა, ახლოს არის რომის „ლაციოში“ გადასვლასთან.
34 წლის ესპანელი კონტრაქტზე მოელაპარაკა რომაულ კლუბს – ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, ხელფასი კი სეზონში სამი მილიონი ევროს ოდენობის იქნება, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
როგორც იტყობინებიან, „ლაციო“ დავიდ სილვას ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.