დავიდ სილვამ „ლაციოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

18:47, 09.08.2020

ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა, რომელსაც კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 24 აგვისტოს ამოეწურა, ახლოს არის რომის „ლაციოში“ გადასვლასთან.

34 წლის ესპანელი კონტრაქტზე მოელაპარაკა რომაულ კლუბს – ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, ხელფასი კი სეზონში სამი მილიონი ევროს ოდენობის იქნება, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

როგორც იტყობინებიან, „ლაციო“ დავიდ სილვას ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

მსგავსი