„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა „ლივერპულის“ სენეგალელ ფორვარდ სადიო მანეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.
„მსოფლიოში საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია“, – თქვა ესპანელმა „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში. – „ინგლისში კი, ჩემი აზრით, „ლივერპულელი“ სადიო მანე დგას ყველაზე მაღლა“.
სადიო მანემ პრემიერლიგის 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა. სენეგალელს ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რადგან ფეხბურთელს გარკვეული უთანხმოება აქვს მთავარ მწვრთნელთან იურგენ კლოპთან.