ოსიმენი და ზამბო-ანგისა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები არიან #1TVSPORT
ოსიმენი და ზამბო-ანგისა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები არიან #1TVSPORT

დასახელდა პრეტენდენტები 2023 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.

საბოლოო სიაში მოხვდნენ:

რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი/ალ-აჰლი, ალჟირი), ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისა (ნაპოლი, კამერუნი), ვენსან აბუბაკარი (ბეშიქთაში, კამერუნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა/მანჩესტერ იუნაიტედი, მაროკო), იასინ ბუნუ (სევილია/ალ-ჰილალი, მაროკო), იუსეფ ენ-ნესირი (სევილია, მაროკო), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია), სადიო მანე (ბაიერნი/ალ-ნასრი, სენეგალი).

შარშან აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სადიო მანე, რომელიც იმ მომენტში „ბაიერნში“ თამაშობდა.