ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი წარმოადგინა #1TVSPORT
ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი წარმოადგინა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ფინანსურმა გამოცემამ, Forbes-მა შეადგინა 2023 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი.

შემოსავალი მინდორზე ითვლება 2023-24 წლების სეზონის მიხედვით – ხელფასი, ბონუსები და საიმიჯო უფლებები, ხოლო მოედნის მიღმა შემოსავალში გათვალისწინებულია სასპონსორო და სარეკლამო კონტრაქტები, ამასთან, აქ არ შედის საინვესტიციო შემოსავლები. გარდა ამისა, Forbes-ი საერთო შემოსავალს არ აკლებს საგადასახადო თანხებსა და აგენტების საკომისიოს.

წლევანდელი რეიტინგი ასე გამოიყურება (თანხები მოცემულია დოლარებში):

  1. კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) – 260 მლნ (200+60)
  2. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 135 მლნ (65+70)
  3. ნეიმარი (ალ-ჰილალი) – 112 (80+32)
  4. კილიან მბაპე (პსჟ) – 110 (90+20)
  5. ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) – 106 (100+6)
  6. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 58 (46+12)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 53 (35+18)
  8. სადიო მანე (ალ-ნასრი) – 52 (48+4)
  9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 39 (35+4)
  10. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 36 (26+10)

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა 100 მილიონზე მეტი: მბაპეს (128), მესისა (120) და კრიშტიანო რონალდოს (100). მაგრამ საუდის არაბეთმა ყველაფერი შეცვალა: ნეიმარმა (87 მილიონი გასულ წელს) გაუსწრო მბაპეს, ხოლო მანე და ბენზემა TOP 10-ში შეიჭრნენ.